თეგი: რიში სუნაკი

G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევის შესახებ, ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატების პოზიციები გაიყო

ბრიტანეთის პრემიერ-მნოსტრობის კანდიდატი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, რუსეთის პრეზიდენტის „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სამიტზე მიწვევას მხარს უჭერს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  ამასთან, გასულ თვეში დებატებზე ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პუტინთან პირისპირ შესახვედრად მზადაა.  ბრიტანეთის პრემიერობის მეორე კანდიდატი რიში სუნაკი აცახდებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტზე არ უნდა დაუშვან, ვიდრე მოსკოვი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს.    G20-ის სამიტი, ინდონეზიაში სექტემბერშია დაგეგმილი. დღეს ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ინდონეზიაში, მიმდინარე წლის ნოემბერში G20-ის სამიტზე ჩასვლას გეგმავენ.   

დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა

დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. პარტიის ლიდერობისთვის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ლიზ ტრასი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონის შემცვლელის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. ამასთან, 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებს.  

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდება. ის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერია. ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 20  ოქტომბერს დატოვა. ტრასს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ხუთი კვირის განმავლობაში ეკავა.  

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრია

ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.  BBC-ის ცნობით, პრემიერის ოფისთან, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის" წინაშე დგას და ის აირჩიეს ლიზ ტრასის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამოსასწორებლად. „ერთად ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ წარმოუდგენელ შედეგებს. მე ქვეყნის საჭიროებებს პოლიტიკაზე მაღლა დავაყენებ, - აღნიშნა სუნაკმა.  ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 20  ოქტომბერს დატოვა. ტრასს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ხუთი კვირის განმავლობაში ეკავა.

ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრია ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. „ბატონ რიში სუნაკს ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. ჩემს ბრიტანელ კოლეგას ვუსურვებ წარმატებებს და მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობას საერთო ინტერესების ყველა შესაძლო სფეროში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.  BBC-ის ცნობით, პრემიერის ოფისთან, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის" წინაშე დგას და ის აირჩიეს ლიზ ტრასის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამოსასწორებლად.  

ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერების თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დაშინება არ გაუვა

Sky News-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და მის პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სუნაკი და მორავეცკი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით მკაფიო სიგნალები არ უნდა შეწყდეს, რომ „დაშინება არ გაუვა“. გარდა ამისა, სუნაკმა და მორავეცკიმ ისაუბრეს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. საუბარი ასევე შეეხო ბელორუსში არსებულ ვითარებას. კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მჭიდროდ ადევნებს თვალს მოვლენებს“. „ბელორუსში არსებული ვითარების განხილვისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და მხარს უჭერს პოლონეთს რუსული აგრესიის ფონზე“, - იტყობინება დაუნინგ სტრიტი.  

რიში სუნაკი კიევში ჩავიდა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მოლაპარაკებები სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას ვლადიმირ ზელენსკის ტელეგრამის არხი ავრცელებს.  უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დიდი ბრიტანეთი ომის პირველივე დღეებიდან ჩვენი ქვეყნის საიმედო მოკავშირეა. სუნაკის კიევში ვიზიტის დროს მხარეებმა გლობალური უსაფრთხოებისა და უკრაინის თავდაცვის საკითხები განიხილეს.  

რიში სუნაკი: ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის ახალ პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას, სამხედრო საჰაერო თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც 120 სპეციალურ საზენიტო იარაღსა და ჰაერსაწინააღმდეგო აღჭურვილობას მოიცავს. რიში სუნაკი კიევში ჩავიდა ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. სუნაკის თქმით, ის ამაყობს, რომ დიდი ბრიტანეთი ომის დაწყებიდან უკრაინის გვერდით დგას. „დღეს ჩამოვედი, რომ ვთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს დახმარებას მანამდე ვიდრე უკრაინაში არ დაისადგურებს მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც მას სჭირდება და იმსახურებს“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ბრიტანეთს შეუძლია, უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის თანაავტორი გახდეს

დიდ ბრიტანეთს შეუძლია, უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის ერთ-ერთი თანაავტორი გახდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  „ჩვენი სამშვიდობო ფორმულის ერთ-ერთი უპირატესობაა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გამოიჩინონ ლიდერობა ამ ფორმულის პუნქტების განხორციელებაში. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს მეგობრებს, რათა დარწმუნონ საკუთარი თავი იმაში, რაშიც ყველაზე ძლიერები არიან. სწორედ ამის საფუძველზე ვამბობ, რომ გაერთიანებული სამეფოს აქვს შესაძლებლობები, უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის თანაავტორი გახდეს “, - აღნიშნა პრეზიდენტმა.  

რიში სუნაკი ირაკლი ღარიბაშვილს: ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა

ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს. როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას მოგახსენებთ 26 ოქტომბრით დათარიღებული მოლოცვის წერილისთვის. უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მადლობას გიხდით მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II გარდაცვალების გამო თბილისში ბრიტანეთის საელჩოში მიბრძანებისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა. მინდა გარწმუნოთ, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს. მიხარია, რომ 2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2021 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. მივესალმები ასევე უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ერების კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისა და გამყარების გზით“, - აღნიშნულია წერილში მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.  

რიში სუნაკი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ქართველი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში აცხადებს. „მიხარია, რომ 2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2021 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში. რიში სუნაკი ირაკლი ღარიბაშვილს: ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა მივესალმები ასევე უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ერების კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისა და გამყარების გზით“, - აღნიშნულია წერილში მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. ინფორმაციისთვის, საქართველოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან (1918-1921 წწ.) იწყება. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის შორის 1919 წელს დამყარდა, რომლის აღდგენაც 1992 წლის 27 აპრილს მოხდა. 2022 წელს, აღინიშნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წერილები გაიცვალა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის.

რიში სუნაკი: შევინარჩუნებთ ან გავზრდით სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის

ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრი პირობას დებს, რომ მომავალ წელს შეინარჩუნებს ან გაზრდის დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, იუწყება Reuters, მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით. „ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება. ჩვენ შევინარჩუნებთ ან გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას მომავალ წელს. უკრაინას ახალ მხარდაჭერას გავუწევთ საჰაერო თავდაცვისთვის", - განაცხადა რიში სუნაკმა. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე დონორია შეერთებული შტატების შემდეგ, მან უკვე 2,3 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გადასცა უკრაინას. ქვეყანა ასევე მასპინძლობს სასწავლო პროგრამას უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რათა 10 000 უკრაინელი პერსონალი 120 დღის განმავლობაში მოამზადოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ღვედის გარეშე მგზავრობის გამო დააჯარიმეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს.  BBC-ის ცნობით, რიში სუნაკი მოძრავი ავტომობილიდან "ინსტაგრამზე" პირდაპირ რეჟიმში ჩაერთო უსაფრთხოების ღვედის გარეშე. პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ რიში სუნაკმა, არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სადებეტო ბარათი, ასევე, როგორ მართოს ეკონომიკა და ბრიტანეთი. ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში ღვედის გამოუყენებლობის გამო მგზავრები 100 ფუნტი სტერლინგით ჯარიმდებიან.  

რიში სუნაკის თქმით, Challenger-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, ბრძოლის ველზე მომდევნო კვირებში იქნებიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, Challenger-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, ბრძოლის ველზე მომდევნო კვირებში იქნებიან. პრემიერ-მინისტრი იმეორებს, რომ დიდი ბრიტანეთი ლიდერობს უკრაინისთვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, იქნება ეს ჯავშანტექნიკა თუ საარტილერიო იარაღი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.  სუნაკს ზელენსკისთან ერთად მიმდინარე პრესკონფერნციაზე Sky News-ის ჟურნალისტმა ჰკითხა უკრაინისთვის უფრო მოწინავე იარაღის „მიწოდების შეფერხების“ შესახებ და დაინტერესდა, „რა აკავებს დასავლეთს“. „ჩვენ პირველად ვწვრთნით საბრძოლო თვითმფრინავებისთის. ეს არის ის, რისი გაკეთებაც გვსურს, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები NATO-ს აღჭურვილობაზე გაიწვრთნებიან“, - განაცხადა სუნაკმა.  სუნაკი ზელენსკის: დიდი ბრიტანეთი სამხედრო დახმარების მოწოდებას აჩქარებს და უკრაინელების წვრთნებს აფართოებს შეგახსენებთ, ზელენსკი პირველი ვიზიტით იმყოფება დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, სუნაკი ემანუელ მაკრონთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, სადაც ლიდერები ლიდერები ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მიგრაციის საკითხზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრაა.  

დიდ ბრიტანეთში, საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანომ პრემიერ სუნაკის მიმართ გამოძიება დაიწყო

დიდ ბრიტანეთში, საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანომ დაიწყო გამოძიება პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიმართ. Reuters- ის ინფორმაციით,  სტანდარტების საპარლამენტო კომისარმა დანიელ გრინბერგმა დაიწყო გამოძიება სუნაკის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო, რომელიც პარლამენტის წევრების ინტერესებს ეხება. ბრიტანეთის პარლამენტის ვებგვერდი იტყობინება, რომ გამოძიება ხუთშაბათს დაიწყო და კოდექსის მეექვსე პუნქტს მოიცავს. წყაროს ცნობით, ღია გამოძიება შესაძლოა, ეხებოდეს სუნაკის მეუღლეს, აკშტე მურთის, რომელიც ფლობს "Koru Kids"-ის წილებს. ვარაუდობენ, რომ ის თითქოს სარგებლობს მთავრობის ახალი პოლიტიკით. სამთავრობო ვებგვერდზე ნახსენებია - Koru Kids-ი, როგორც ბავშვებზე ზრუნვის ექვსი სააგენტოდან ერთ-ერთი. თუმცა თავად სუნაკი კომპანიასთან მეუღლის კავშირებზე არ საუბრობს. სხვა დეტალებზე მედია არ წერს.  

ზელენსკი სუნაკს ხვდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა უკრიანის ლიდერი მიიღო.  ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ, ლონდონში ჩავიდა. „დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღესაც გაგრძელდება. ჩემს მეგობარ რიშის შევხვდები. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.  

ზელენსკიმ „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა განიხილეს „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხი, რომლის ფარგლებში უკრაინას თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავები უნდა მიეწოდოს.  ამის შესახებ ზელენსკიმ ლონდონში სუნაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის „ძალიან მნიშვნელოვანი თემა უკრაინისთვის, რადგან კიევი ვერ აკონტროლებსცას“. „„ჩვენ გვინდა, შევქმნათ საბრძოლო თვითმფრინავების კოალიცია და მე ძალიან დარწმუნებული ვარ ამაში. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და [...] მალე მოისმენთ რამდენიმე, ვფიქრობ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ცოტა მეტი ამაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

სუნაკი უკრაინას ჰპირდება, რომ დიდი ბრიტანეთი „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ მთავარი ნაწილი იქნება

დასავლეთისთვის უფრო მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავების მოწოდება რჩება ზელენსკის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. რიში სუნაკისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება „კოალიციის ქვეყნების ძირითადი ნაწილი", რომელიც უზრუნველყოფს ასეთ მხარდაჭერას. გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების საბაზისო მომზადების ახალ პროგრამას დაიწყებს. „ჩვენს ინტერესშია უკრაინის წარმატება“, - აღნიშნა სუნაკმა. ზელენსკიმ „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთიდან დააანონსა. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, 15 მაისს, ზელენსკის ვიზიტისას გამოცხადდა, რა დახმარებას გადასცემს საფრანგეთი უკრაინას. საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. საფრანგეთი გაწვრთნის რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ით. სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას.  

ომი კრიტიკულ ფაზაში შედის - სუნაკი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზელენსკი: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დანაშაულები გენოციდად აღიარა, ეს საფუძველია სხვა ორგანიზაციებისთვის "ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ არსად არ მივდივართ“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება - სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება. „ჩვენ ახლა მოკავშირეებთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, უსაფრთხოების რა გრძელვადიანი, მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებები შეგვიძლია, გავაფორმოთ უკრაინასთან“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

აშშ და დიდი ბრიტანეთი ახალ ეკონომიკურ ალიანსს ქმნიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება და აშშ-ის ლიდერი, ჯო ბაიდენი ახალ ეკონომიკურ პარტნიორობას სახელწოდებით - „ატლანტიკური დეკლარაცია" აცხადებენ. BBC-ს თანახმად, ეს არ არის იგივე, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ შექმნილია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ეს „შეამცირებს მოწყვლადობას“ მიწოდების ჯაჭვებში და „რუსეთს გლობალურ ბაზარზე თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს“.სუნაკი ამბობს, რომ ეს ნიშნავს აშშ-ის ახალ ინვესტიციას დიდ ბრიტანეთში და სავაჭრო ბარიერების შემცირებას "მომავლის ტექნოლოგიებში". „ეკონომიკური და თავდაცვითი თანამშრომლობა „უნდა იყოს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ალიანსის ორი საყრდენი“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, სამშაბათს, აშშ-ში გამგზავრების წინ.  

რიში სუნაკი რუსეთში განვითარებულ პროცესებზე: ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, „ვაგნერის“ მებრძოლების წარუმატებელი ამბოხის გამო, დიდი ბრიტანეთი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს. „ჯერ ძალიან ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, თუმცა ჩვენ, როგორც ყოველთვის, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ ", - განაცხადა რიში სუნაკმა. სუნაკმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი „ყურადღებით აკვირდება“ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ევგენი პრიგოჟინის მოკლევადიანი ამბოხის შემდეგ. „ეს ის სიტუაციაა, რომელსაც ჩვენ გარკვეული პერიოდი ვაანალიზებთ და თვალს ვადევნებთ, რადგან ჩვენ ვაცნობიერებთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე „ვაგნერის“ ჯგუფის და პუტინის რეჟიმს შორის დაძაბულობის პოტენციურ მადესტაბილიზებელ გავლენას", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერდა პრიგოჟინი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. მან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯოზეფ ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ბაიდენი და სუნაკი NATO-ს სამიტის წინ აფიქსირებენ, რომ ყველაზე მტკიცე მოკავშირეები არიან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმყოფება, პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკს შეხვდა. BBC-ის თანახმად, ლიდერებმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს. როგორც ცნობილია, ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც შტატებმა კიევს მიაწოდა, სწორედ აღნიშნულ იარაღს შეიცავს. დიდი ბრიტანეთი არ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს.  მიუხედავად ამისა, შეხვედრის დროს ბაიდენმა აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობას „მყარი" უწოდა. სუნაკმა კი აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები ყველაზე მტკიცე მოკავშირეები არიან. ორივე ლიდერი ლიეტუვაში, NATO-ს სამიტს უნდა დაესწროს, რომელიც ხვალ დაიწყება. „ჩვენ ვართ ორი ყველაზე მყარი მოკავშირე ამ ალიანსში და ვიცი, რომ ჩვენი სურვილია, ყველაფერი გავაკეთოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად,” - განაცხადა სუნაკმა. თავის მხრივ, ბაიდენმა მიმართა სუნაკს, რომ „არ შეიძლება შეხვედროდა უფრო ახლო მეგობარს და უფრო დიდ მოკავშირეს", ვიდრე დიდი ბრიტანეთის პრემიერია. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გზაზე MAP-ი აღარ დასჭირდება უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 9 ივლისს აცხადებდა, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით  

სუნაკი შეშფოთებულია ბრიტანეთის დემოკრატიულ პროცესებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის გამო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ბრიტანეთის დემოკრატიულ პროცესებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის გამო. სუნაკის თქმით, მან ეს შეშფოთება ინდოეთში მიმდინარე G20-ის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ჩინელ კოლეგასთან დააფიქსირა. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მკვლევარი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. სუნაკმა განაცხადა, გამოძიების შესახებ ვერ ისაუბრებს, თუმცა ჩინეთის პრემიერ, ლი ციანთან გამოთქვა „ძალიან ძლიერი შეშფოთება დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დემოკრატიაში ნებისმიერი ჩარევის შესახებ, რაც აშკარად მიუღებელია." შეხვედრის შესახებ ჩინური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ იყო ნახსენები ჯაშუშობის ბრალდება, მაგრამ პეკინი ბრიტანეთის თანამშრომლობის გაფართოებას ჩინეთთან, ხოლო პრემიერმა ლი ციანმა ხაზი გაუსვა, რომ „ორივე მხარემ სათანადოდ უნდა მოაგვაროს მათი უთანხმოება." აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია  

სუნაკი: დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. სუნაკმა განმარტა, რომ თავდაცვის მინისტრ შეპსის კომენტარები, უკრაინასთან გრძელვადიან პარტნიორობას ეხებოდა. „მომავალში შესაძლოა, ადგილზე იყვნენ ტრენერები, მაგრამ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას საბრძლოლველად არ გეგმავს,“ - განმარტა სუნაკნმა. „რაც თავდაცვის მდივანმა თქვა, იყო ის, რომ მომავალში შესაძლოა, შესაძლებელი იყოს ჩვენთვის ამ წვრთნების ნაწილის ჩატარება უკრაინაში. მაგრამ ეს არის რაღაც გრძელვადიან პერსპექტივაში და არა აქ და ახლა,”- განაცხადა სუნაკმა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაერთიანებულმა სამეფომ 20 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა მას მემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დიდმა ბრიტანეთმა სამხედროების წვრთნების პროცესი შესაძლოა, უკრაინაში გადაიტანოს  

რიში სუნაკი: კონფლიქტი საშიში და სწრაფად განვითარებადია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ისრაელში არსებულ ვითარებას "საშიში და სწრაფად განვითარებადი“ უწოდა. მან განაცხადა, რომ არავის სურს რეგიონული ესკალაციის ხილვა“. სუნაკმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ცალსახაა, რომ "ჰამასი" და მისი მხარდამჭერები არიან "სრულად პასუხისმგებელნი ამ საშინელი ტერორის აქტზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცებაზე". დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მან უთხრა კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს დასახმარებლად და რომ ქვეყანა მტკიცედ დგას ისრაელთან, რადგან მას თავდაცვის უფლება აქვს. ბრიტანეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირშია ისრაელში კოლეგასთან ბრიტანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით.  

სუნაკი: ვინც მხარს უჭერს „ჰამასს“, პასუხისმგებელია ამ საშინელ თავდასხმაზე, ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ლონდონში მდებარე სინაგოგაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის ჩატარებულ მსახურებას დაესწრო, აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში მცხოვრები ებრაული თემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „აქ მოვედი, რომ თქვენ გვერდით ვმდგარიყავი მწუხარების ჟამს, რამდენადაც ჩვენ ვგლოვობთ ამ საშინელი ტერაქტის მსხვერპლს. ვინც მხარს უჭერს „ჰამასს“, პასუხისმგებელია ამ საშინელ თავდასხმაზე. ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები. ამ მოვლენებს ორი მხარე არ აქვს. მე ისრაელის გვერდით ვდგავარ. გაერთიანებული სამეფო ისრაელის გვერდით დგას ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც დღეს, ისე ხვალ და ყოველთვის,“ – განაცხადა რიში სუნაკმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.  

რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში ჩადის. BBC-ის ცნობით, რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა. „რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ,“ - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლი უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს ეწვევა.  

სუნაკი ისრაელში ნეთანიაჰუს: გვსურს, რომ გაიმარჯვოთ

„გვსურს, რომ გაიმარჯვოთ,“ - განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თელ-ავივში, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. სუნაკის თქმით, ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაშვება იყოს უზურნველყოფილი. „ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს ისრაელის უფლებას, დაიბრუნოს მძევლები, შეაჩეროს შემდგომი თავდასხმები და გააძლიეროს თქვენი [ისრაელის] უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - განაცხადა სუნაკმა. ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა. „რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ,“ - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლი უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს ეწვევა. ისრაელში არაერთი მსოფლიო ლიდერი ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას დასავლეთის მიერ ტეროროსტულ დაჯგუფებად აღირებული „ჰამასი“ დაესხა თავს. 18 ოქტომბერს თელ-ავივში იმყოფებოდა ჯო ბაიდენი. ისრაელში ჩავიდა ოლაფ შოლცი. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი. ისრაელში ასევე იმყოფებოდნენ იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები.  

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა

დიდ ბრიტანეთში სამთავრობო თანამდებობიდან გაათავისუფლეს მინისტრის დამხმარე, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. კონსერვატიული პარტიის წევრი, პოლ ბრისტოუ ტექნოლოგიების მინისტრის, მიშელ დონელანის საპარლამენტო პირადი მდივანი იყო. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განმარტა, რომ პოლ ბრისტოუმ გააკეთა კომენტარები, რომლებიც "არ შეესაბამებოდა კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპებს." კოლექტიური პასუხისმგებლობა არის კონვენცია, რომლის თანახმადაც, მთავრობის ყველა წევრმა საჯაროდ უნდა დაუჭიროს მხარი მთავრობის პოლიტიკას, მაშინაც კი, თუ ისინი პირადად არ ეთანხმებიან მას. გასულ კვირას პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილ წერილში, ბრისტოუმ ამბობდა, რომ "ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა" გადაარჩენდა სიცოცხლეს და მოიტანდა შესაძლებლობას, დახმარებას მიეღწია მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა მხარს უჭერს "ჰუმანიტარულ პაუზებს", მაგრამ არა ცეცხლის სრულ შეწყვეტას. რიში სუნაკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ "სპეციფიკური პაუზები" ღაზის სექტორის მცხოვრებთათვის მეტი დახმარების გაწევას შეუწყობს ხელს, მაგრამ მან უარყო მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.  

რიში სუნაკი კიევში გაემგზავრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პარასკევს, 12 იანვარს კიევში გაემგზავრა. სუნაკი კიევში სამხედრო დაფინანსების გაზრდის შესახებ გამოაცხადებს, რათა დაეხმაროს უკრაინას ახალი სამხედრო თვითმფრინავების შეძენაში, მათ შორის სათვალთვალო, შორ მანძილზე დარტყმისა და საზღვაო თვითმფრინავების მიღებაში. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ლონდონი იევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსეთის შეჭრის შემდეგ. როგორც სუნაკმა აღნიშნა, ბრიტანეთი მხარდაჭერას მომავალ წელს 2,5 მილიარდ ფუნტამდე (3,19 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდის, რაც 200 მილიონი ფუნტით ზრდაა წინა ორ წელთან შედარებით. „თავდაცვის სამინისტრო იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის თავდაცვისთვის მოწოდებული დრონების რაოდენობა,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. სუნაკის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ასევე მოაწერს ხელს დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ ისტორიულ შეთანხმებას, რაც დიდი შვიდეულის მიერ გაფორმებული უსაფრთხოების დეკლარაციის გაგრძელებაა. „გაერთიანებული სამეფო უკვე არის უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, რადგან ჩვენ მათ უსაფრთხოებას, ჩვენს უსაფრთხოებად ვაღიარებთ. დღეს ჩვენ კიდევ უფრო წინ მივდივართ - გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას, ათასობით დრონის მიწოდებით და ახალ ისტორიულ უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელის მოწერით, რათა უკრაინას მივცეთ გარანტიები, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდება,“ - აღნიშნა თავის მხრივ, რიში სუნაკმა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი შეთანხმება „განამტკიცებს მთელ რიგ მხარდაჭერას, რომლითაც გაერთიანებული სამეფო უკრაინის უსაფრთხოებისთვის გააგრძელებს. მათ შორის, საუბარია სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, სამედიცინო და სამხედრო მომზადებაზე, ასევე, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობაზე.“  

სუნაკი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. „მე უკრაინაში ვარ გზავნილით: ჩვენი მხარდაჭერა არ შეფერხდება. ბრიტანეთი თქვენთანაა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება,“ - წერს სუნაკი სოციალურ პლატორმა X-ზე. რიში სუნაკი კიევში გაემგზავრა  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ახალი პაკეტის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. „დიდი ბრიტანეთს დღეს სურს, რომ უკრაინისთვის ომის დაწყებიდან თავდაცვითი დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს, რომლის ღირებულებაც 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. ($3,19 მილიარდი) ეს ნიშნავს - მეტ უსაფრთხოებას, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს, რაკეტებს, ასობით ათას ახალ საარტილერიო ჭურვს, წვრთნას ათასობით უკრაინელი სამხედროსთვის,” - განაცხადა სუნაკმა. რიში სუნაკი უკრაინაში დღეს ჩავიდა.  

სუნაკი უკრაინის პარლამენტში: ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა სუნაკის მიმართვას ისტორიული უწოდა. უკრაინელმა დეპუტატებმა სუნაკის გამოსვლის ამსახველი მოკლე ვიდეოები გამოაქვეყნეს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ დღეს ვხვდებით უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ მომენტში. და როგორც ყოველთვის, კონფლიქტის დროს იქნება რთული მომენტები. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის,“ - განუცხადა სუნაკმა დეპუტატებს. რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია.  

სუნაკი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე: ვაშინგტონის სამიტზე უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მიიჩნევს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების შემდეგ, ვაშინგტონში, სამხედრო ალიანსის მომავალ სამიტზე უკრაინის წევრობისთვის უფრო ამბიციური მიზნები უნდა დაისახოს. ამის შესახებ სუნაკმა უკრაინის უმაღლეს რადაში პარასკევს, 12 იანვარს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე მჯერა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ იმას, თუ რა სარგებელს მოუტანს NATO უკრაინას. საუბარია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს უკრაინა NATO-ს. თქვენი გაგება თანამედროვე ომის შესახებ მოდის არა სახელმძღვანელოდან, არამედ, ბრძოლის ველიდან. თქვენი შეიარაღებული ძალები გამოცდილია. ინოვაციური და მამაცი. უკრაინა NATO-ს ეკუთვნის და NATO უფრო ძლიერი იქნება უკრაინასთან ერთად. ვილნიუსის სამიტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაწევრიანებისკენ. და მინდა, ვიყოთ კიდევ უფრო ამბიციურები ვაშინგტონის სამიტზე, ამ ივლისში," - აღნიშნა სუნაკმა. მან ასევე გაიხსენა, რომ ვილნიუსში გამართულ სამიტზე, გაერთიანებულმა სამეფომ, 30 სხვა ქვეყანასთან ერთად, უკრაინას პირობა მისცა, რომ უზრუნველყოს ახალი, ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები. „დღეს დიდი ბრიტანეთი პირველია, ვინც შეასრულა ეს დაპირება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მე ახლახან მოვაწერეთ ხელი უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას,” - აღნიშნა სუნაკმა. რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია. ზელენსკი ვაშინგტონის სამიტზე: მსურს, ვნახო სულ მცირე ერთი კონკრეტული ნაბიჯი NATO-ში წევრობისკენ  

რიში სუნაკი: იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები თავდაცვის აქტი იყო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები თავდაცვის აქტი იყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც წითელ ზღვაში „ჰუსიტების" თავდასხმებს გმობდა და მიუთითებდა, რომ ქვეყნებს თავდაცვის უფლება აქვთ, ჩვენ თავდაცვით ვმოქმედებდით.” სუნაკმა აღნიშნა, რომ „ჰუსიტები“ უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეს აყენებდნენ რისკის ქვეშ, გლობალურ ეკონომიკას აფერხებდნენ და რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენდნენ. „ჩვენ ძლიერი სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, რომ საერთაშორისო სამართლის ეს დარღვევა არასწორია. ხალხს არ შეუძლია ასე დაუსჯელად მოქმედებდეს და ამიტომ, მოკავშირეებთან ერთად, გადავწყვიტეთ ეს გაგვეკეთებინა“, - განაცხადა სუნაკმა. მან აღნიშნა, რომ იემენში ამერიკული და ბრიტანული ავიადარტყმები იყო „საჭირო, პროპორციული, გამიზნული ქმედება სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, „ჰუსიტების“ შესაძლებლობების შესამცირებლად და შესაფერხებლად“. როგორც სუნაკმა განაცხადა, წინასწარი მაჩვენებლებით ავიადარტყმები წარმატებული იყო. „ჩვენი მიზანი ძალიან ნათელია. ესაა დაძაბულობის დეესკალაცია და რეგიონში სტაბილურობის აღდგენა. სწორედ ამიტომ ბოლო კვირების განმავლობაში მოკავშირეებმა მიმდინარე მოვლენები განცხადებებში დაგმეს და „ჰუსიტებს“ შეწყვეტისკენ მოუწოდეს,“ - განაცხადა სუნაკმა. შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.  

სუნაკი: ინტერვალური კვების მეთოდი ჩემთვის მნიშვნელოვანი დისციპლინაა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ 36 საათით საკვებს არ იღებს. რიში სუნაკი 17:00 საათიდან სამშაბათს, დილის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს. BBC-სთან განმარტა, „ყოველკვირეულად, საკვების შეზღუდვა მისთვის მნიშვნელოვანი დისციპლინაა.“ „ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში, დანარჩენ დღეებში ტკბილეულის მიღება თამამად შემიძლია,“ – ამბობს სუნაკი. როგორც BBC წერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ის კოკა-კოლაზე იყო დამოკიდებული და არომ ყველაზე მეტად მექსიკური კოკა-კოლა მოსწონს, რადგან ის ლერწმის შაქრით მზადდება. რიში სუნაკი ვარჯიშის მოყვარულია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ყოველ დილით ველოსიპედით სეირნობს. მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დისციპლინა მნიშვნელოვანია. დიეტოლოგმა და ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის სპიკერმა კლერ თორნტონ ვუდმა განმარტა, რომ ინტერვალური შიმშილი შეიძლება, დაეხმაროს ადამიანებს წონის დაკლებაში, მაგრამ ”მას უნდა ახლდეს ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტა დანარჩენი დროის განმავლობაში.” ინტერვალური კვების სხვადასხვა ვერსია არსებობს.  

რიში სუნაკი: კარგად ვიცი, რა ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.  რიში სუნაკის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულთბილად მინდა, მოგილოცოთ საქართველოს  პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კომერციულ და კულტურულ კავშირებს მოიცავს, ისევე როგორც უორდროპის სახელობის ყოველწლიურ სტრატეგიულ დიალოგს. კარგად ვიცი, რა ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში. ის მტკივნეულ მოგონებებს აღძრავს და შეუპოვრობის ისეთ გამოწვევებს აჩენს, რაც საქართველოს წინაშე დგას დღესდღეობით. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დარჩება თქვენი მხარდამჭერი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენთვის მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველოს ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები მჭიდროდ მუშაობენ რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისთვის და თქვენი კიბერმედეგობის გაძლიერებისთვის რუსული ჰიბრიდული აგრესიის წინააღმდეგ. ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს გისურვებთ ახალ თანამდებობაზე და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით,“ -  აღნიშნავს რიში სუნაკი. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

ტირანია ვერასდროს იზეიმებს, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით - რიში სუნაკი

„ტირანია ვერასდროს იზეიმებს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს," - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. "დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით დღესაც, ხვალაც. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ვიდრე არ გაიმარჯვებენ. ორი წლის წინ, როდესაც პუტინმა დაიწყო უკანონო შეჭრა, თავისუფალი სამყარო იყო ერთიანი რეაგირებაში. ჩვენ ერთად დავუჭირეთ მხარი უკრაინას. ამ სასტიკ თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სიმტკიცე," - აღნიშნა სუნაკმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

სუნაკი: დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერაში მეტი გაბედულება უნდა გამოიჩინოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაში უფრო გაბედული უნდა იყოს, რათა ქვეყანას მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, დრონები და საბრძოლო მასალა მიაწოდოს და რუსული სამხედრო წინსვლა აღკვეთოს. სუნაკის თქმით, მისი ქვეყანა და დასავლელი დემოკრატიული მოკავშირეები არ უნდა დამორჩილდნენ მზარდ პესიმიზმს, რომელიც არსებობს მოსკოვის დამარცხებაში კიევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. „როგორც ჩანს, მოდად იქცა იმის გამოცხადება, რომ უკრაინა, რატომღაც, განწირულია წაგებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ არასწორია. დიახ, უნდა ვიყოთ რეალისტები, მაგრამ არასოდეს არ დავუჭიროთ მხარი მარცხის მიმღებლობას, რაც მხოლოდ პუტინის მიზნებს ემსახურება,“ - აღნიშნა სუნაკმა. მისივე თქმით, დასავლეთმა ასევე უნდა გამოიჩინოს მეტი გაბედულება რუსული აქტივების ჩამორთმევის კუთხით. „პუტინის რუსეთი აგრძელებს გლობალური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შექმნას. ეს ომი აჩენს ფუნდამენტურ კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დასავლეთი მზად, გააკეთოს ის, რაც საჭიროა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად,“ - წერს სუნაკი ბრიტანულ The Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.  

სუნაკი ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს თვითმფრინავებმა ირანული დრონები ჩამოაგდეს

რიში სუნაკი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე და ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს ირანული თავდასხმის დრონი. გაერთიანებული სამეფო მონაწილეობდა „საერთაშორისო კოორდინირებულ ძალისხმევაში“ ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების შესაკავებლად. „ჩვენმა საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი თვითმფრინავები გაგზავნა,” დასძენს ის. მისი თქმით, ირანის თავდასხმა იყო "საშიში და არასაჭირო ესკალაცია“, რომელიც მან უმკაცრესად დაგმო. „რაც ახლა გვჭირდება, არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ,“ - განაცხადა სუნაკმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს სიტუაციის დეესკალაციისთვის. აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად, ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ, 200-ზე მეტი დრონისა და რაკეტის დიდი უმრავლესობა ჩამოაგდო შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“

სუნაკი და სტოლტენბერგი 23 აპრილს პოლონეთში ჩავლენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 23 აპრილს პოლონეთს ეწვევიან. დონალდ ტუსკის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი არის პოლონეთის გეგმის ნაწილი უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. „ეს არის ჩემი მისიის გაგრძელება, რათა აღვადგინო და გავაფართოო პოლონეთის პოზიციები უსაფრთხოების პოლიტიკაში. ვზრუნავ, რომ მოკავშირეებად გვყავდეს განსაკუთრებით ისინი, ვისთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ – ბრიტანელები, სკანდინავიელები, ჩვენი რეგიონის ქვეყნები, რათა ჩვენი მუშაობა უკეთ იყოს კოორდინირებული,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა. დონალდ ტუსკს კითხვა დაუსვეს, შეუერთდება თუ არა პოლონეთი უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის სისტემების მიწოდების ინიციატივას, რაზეც ტუსკმა აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელია. მისივე თქმით, არსებობს სხვა ტიპის იარაღებიც, რომლებიც ცის დაცვას უწყობს ხელს და ამ კუთხით პოლონეთი უკრაინის დახმარებას შეძლებს.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების უმსხვილეს პაკეტს გადასცემს

რიში სუნაკი უკრაინისთვის 500 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას უმსხვილეს პაკეტს მიაწვდის მას შემეგ, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. პაკეტი მოიცავს 160 Husky-ს ტიპის ჯავშანმანქანას, 162 სხვა ტიპის ჯავშანმანქანას, 78 ყველგანმავალ მანქანას, 60 ნავსა და კატერს, 1 600 თავდასხმისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მათ შორი,ს Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების ახალ პარტიას, დაახლოებით, ოთხ მილიონ ვაზნას. აღნიშნული პაკეტი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის წელს აღმოჩენილ სამხედრო დახმარებას 3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის. სუნაკის განცხადებით, უკრაინის დაცვა რუსეთის სასტიკი ამბიციებისგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის და მთელი ევროპისთვის. დიდი ბრიტანაეთის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ თუ პუტინს მიეცემა საშუალება, მიაღწიოს წარმატებას ამ აგრესიულ ომში, ის არ გაჩერდება პოლონეთის საზღვარზე.